14329992_2100401956851605_69747833373544503_n

რა არის დეფექტური აქტი?

Posted on Posted in Automotive

კომპანია “Auto Detail Service”-ის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, თქვენთვის  დეფექტური აქტის მომზადებას წარმოადგენს. დეფექტური აქტი არის დოკუმენტი, სადაც თავმოყრილია ავტომობილის აღსადგენად საჭირო ნაწილებისა და ხელობის ჩამონათვალი. აღნიშნულ აქტში ასევე მითითებულია საჭირო დეტალებისა და ხელობის ღირებულებები და მათი დეტალური ფასები. თქვენი ავტომობილის შეფასების შემდეგ, ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი იძიებს თქვენთვის საჭირო დეტალებს, ავტონაწილებსა და მომსახურებებს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი საბაზრო ღირებულების მიხედვით ადგენს საჭირო ნაწილების ფასებს, რომლებიც შემდგომში თქვენივე ავტომობილის სარემონტოდ იქნება გამოყენებული. ავტომობილის ჩაბარებასთან ერთად, თქვენ ასევე გადმოგეცემათ ერთგვარი დოკუმენტი, ზემოთხსენებული დეფექტური აქტი, რომლის წარდგენაც საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.  ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ მომზადებული, საჩვენებელი დეფექტური  აქტის სახეს, რათა თქვენთვის უფრო თვალსაჩინო გახდეს თუ რაზეა საუბარი და რას ეხება ეს სერვისი. (იხილეთ ფოტო) :დეფექტური აქტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *